Image

საქართველო - ესპანეთი (პრევიუ)

საქართველო 11-სექ, 01:169 Red_Army 2861


საქართველო - ესპანეთი
ჩემპიონატი: მსოფლიო ჩემპიონატი 2014, საკვალიფიკაციო ეტაპი
თარიღი: 11 სექტემბერი, 21:30 სთ
ადგილი: საქართველო, თბილისი, "ბორის პაიჭაძის სახელიბის ეროვნული სტადიონი"
მსაჯი: ს.მოენი


საქართველო - ესპანეთი (პრევიუ)



საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას არავითარი პრობლემა არა აქვს ტრავმის მხრივ, ამიტომ ხვალინდელ შეხვედრაში ისინი სრული შემადგენლობით დაუპირსპირდებიან ევროპის ჩემპიონებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი უკვე ჩაატარა საქართველომ ბელორუსების წინააღმდეგ და 1-0 იმარჯვეს, გამარჯვების გოლის ავტორი თორნიკე ოქრიაშვილია, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და ჩამოიტოვა სამი ბელორუსთა მცველები, რის შემდეგაც ადვილად შეძლო გოლის გატანა.

იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, ხავი და ანდრეს ინიესტა ეს ის ფეხბურთელებია, რომლებმაც პირველივე წუთებიდან დაიწყეს თამაში საუდის არაბეთის წინააღმდეგ და ასევე პირველივე წუთებიდან ითამაშებენ საქართველოს წინააღმდეგ.

იმის და მიუხედავად, რომ დევილ ვილა უკვე დაუბრუნდა ეროვნულ ნაკრებს მაინც მოსალოდნელია, რომ თამაშს პირველივე წუთებიდან ჩელსის ფორვარდი ფერნანდო ტორესი დაიწყებს.

სავარაუდო შემადგენლობა

საქართველო - ესპანეთი (პრევიუ)



იცოდით თუ არა რომ ?

საქართველომ ბოლო ხუთი შეხვედრიდან, სამი საკუთარ მოედანზე მოიგო.

კავკასიური გუნდი ფიფას რეიტინგის მიხედვით 86 ადგილზეა და უფლება აქვს, რომ მიიღოს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში.

საქართველო ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის გარდა ასევე მოხვდა ფინეთთან, ბელარუსთან და საფრანგეთთან.

ესპანეთს ბოლო 13 შეხვედრაა არ წაუგია (10 მოგება, 3 ფრე) ისინი ბოლოს დამარცხდნენ ინგლისის წინააღმდეგ 1-0 გასული წლის ნოემბერს.

ფერნანდო ტორესმა ჩაატარა მისი მეასე მატჩი საუდის არაბეთის წინააღმდეგ.


მატჩისწინა კომენტარები:

ჩავი: - ეს თამაში უაღესად მნიშვნელოვანია. უნდა მოვიგოთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ვართ, არამედ იმიტომაც, რომ შესარჩევი ეტაპი წარმატებით დავიწყოთ და სიტუაცია არ გავირთულოთ. საქართველოს ნაკრები სერიოზული მეტოქეა. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და წარმატებას მივაღწიოთ.
კასილიასი: - მოტივირებულები ჩამოვედით. ხვალ პირველი ოფიციალური მატჩი გველის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. გვსურს, მოგებით დავიწყოთ შესარჩევი. ასეთივე მოტივირებულები ვიქნებით საფრანგეთთან, ფინეთთან და ბელარუსთან მატჩებში.
თემურ ქეცბაია: - ბიჭები ფსიქოლოგიურად მზად არიან. ამ მხრივ ბელარუსებთან მოგება კარგი იყო. ყველამ იცის, რა დონის გუნდს ვეთამაშებით, ამიტომ არავითარი კომპლექსი ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტორი არ არსებობს. შეიძლება ამან დადებითად იმოქმედოს კიდეც გუნდზე.
დელ ბოსკე: - გულწრფელად ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრებს სიტუაციის გართულება შეუძლია. კარგად ორგანიზებული გუნდია და საშინაო კედლებიც დაეხმარება, ამიტომაც, ბოლომდე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. ჩემს ფეხბურთელებს განსაკუთრებულად მოტივირება არ სჭირდებათ. მათ უკვე იციან, რომ გუნდები სუსტ და ძლიერ მეტოქეებად არ უნდა დაჰყონ.
მონოლა: - ვიცი, რომ ქართველები ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. მე კი ამას ძალიან ვაფასებ. ესპანეთის ნაკრები ხომ სწორედ ტექნიკით გამოირჩევა.
ცესკ ფაბრეგასი: - "ჩვენ ჩამოვედით საქართველოში. ნამდვილად არ ველოდი ასეთ დახვედრას, ასე კარგად ძალიან ცოტა ქვეყანაში დაგვხვედრიან. ქართველებმა საოცარი დახვედრა მოგვიწყვეს, დიდი მადლობა მათ! "

ბოლო ხუთი შეხვედრა

საქართველო - ესპანეთი (პრევიუ)


საქართველოს ბოლო შეხვედრები


საქართველო - ესპანეთი (პრევიუ)


ესპანეთის ბოლო შეხვედრები


საქართველო - ესპანეთი (პრევიუ)


საყურებელი ფეხბურთელი


საქართველო - ესპანეთი (პრევიუ)


საქართველო - ესპანეთი (პრევიუ)


არბიტრთა ბრიგადა


საქართველო - ესპანეთი (პრევიუ)


მოსაზრებები მატჩის შესახებ


საქართველო - ესპანეთი (პრევიუ)


პრომო




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Red_Army 12 სექტემბერი 2012 09:40
ჰაჰა ბილეთი მაინც ვიშოვე და ვიყავი მატჩზე

admin,
მადლობა, არა რა დაკოპირება, თუ გინდა ჩემ სტატიებს სხვა საიტზეც განახებ : ))
CESC FABREGAS 11 სექტემბერი 2012 23:56
აუუუუუუ ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა რაა:@ :@ :@
iventusi_rati 11 სექტემბერი 2012 14:13
ციტატა: kristiano
ქართველი კაცი მაგას არ უნდა ამბობდე გინდ ჩემპიონები იყვნენ გინდ არა ამ ქვეყნიერები. უბრალოდ სირცხვილია.



kristiano,
kristiano,
kristiano 11 სექტემბერი 2012 14:08
ესპანეთი მოიგებს ის ჩემპიონია

admin 11 სექტემბერი 2012 12:07
ეს თუ copy >> paste არ არის მაშინ შენ საკმაოდ ძლიერ სპორტულ ჟურნალისტად ყალიბდები, ნუ წერის კულტურაზე არ მაქ მარტო საუბარი, მრავალფეროვანი სტატისტიკა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, ასე გააგრძელე, ყოველთვის დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს შენ სტატიებს!
Red_Army 11 სექტემბერი 2012 11:58
GoGa(R-G7),
iventusi_rati,
სპს გაიხარეთ

აუ ისეთი ფასი დაადეს ბილეთს გადამყიდველებმა რომ მირჩევნია ტელევიზორში ვუყურო... საფრანგეთთან წავალ სხვა რა გზაა : ((
iventusi_rati 11 სექტემბერი 2012 11:11
ავტორ შესანიშნავია.)) იმედია მოიგებემ მიდით ბიჭები.78
Sportnews 11 სექტემბერი 2012 09:35
Red_Army,
ყოჩაღ ავტორ ძალიან კარგია
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Red_Army 11 სექტემბერი 2012 01:18
ნორმალური პრევიუ გამომივიდა : )) აბა წარმატებები იმედია ხვალ მოიგებენ ჩვენი ბიჭები ...

მეც შეიძლება წავიდე მოედანზე თუ ყველაფერი კარგად წავიდა როგორც მინდა ისე
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (149)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა