Image

ქეცბაიას და დელ ბოსკეს კომენტარები

საქართველო 12-სექ, 09:569 Sportnews 2119


მატჩის შემდეგ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს. დელ ბოსკემ ქართველი ფეხბურთელები შეაქო, ქეცბაიამ კი ჩვენ ბიჭებს მადლობა გადაუხადა.

დელ ბოსკე: “უპირველესად, საქართველოს ნაკრების ენთუზიაზმს გამოვარჩევ. ბევრი სირთულე შეგვიქმნეს. ბოლოს მაინც გავიტანეთ, რამაც თამაში მოგვაგებინა და მოხარული ვარ, რომ შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დავიწყეთ.

...ველოდი თუ არა ასეთ წინააღმდეგობას? ჩვენი მოვალეობაც სწორედ ესაა, რომ მზად ვიყოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მეტოქესთან. საქართველომ ბელარუსთან სულ სხვა თამაში აჩვენა, დღეს განსხვავებულად მოქმედებდნენ.

...ცვლილებებს რაც შეეხება, პედროს თამაშში ჩართვამ ჩვენი შეტევები გააძლიერა. გოლიც სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა.

...საქართველოს ნაკრები მედგრად იცავდა თავს და მათი ყველა ფეხბურთელი დასაფასებელია. როგორც დაცვა, ასევე შეტევის ხაზი. 10-მა ნომერმა (ოქრიაშვილი) მწვავედ ითამაშა, ასევე აღსანიშნავია 9 (თარგამაძე) და ფიზიკურად ძლიერი ფორვარდის, 11 ნომრის (მჭედლიძე) თამაში”.

...თემურ ქეცბაიას საპრესკონფერენციო დარბაზი ტაშით შეეგება. პირველი კითხვა გიორგი ლორიას ტრავმას ეხებოდა.

თემურ ქეცბაია: “ექიმი არ ვარ, ამდენად ვერ გეტყვით, რამდენად სერიოზულია ტრავმა. ხვალ უკეთ გვეცოდინება.
...რაც შეეხება თამაშს, ბიჭებს დიდ მადლობას ვუხდი. საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად მოსულ გულშემატკივარს დიდი ბრძოლისუნარიანობა და თავდადება აჩვენეს. დღეს ჩვენგან ფეხბურთის თამაში იმდენად არ ყოფილა, რამდენიც იყო ბრძოლა, თუმცა, ამისგან შესაძლებელია აიწყოს გუნდი.
...ერთი ცვლილება იძულებითი იყო, თუმცა, ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა. ჩვენ შორს ვართ იმ ფეხბურთისგან, რასაც უძლიერესი გუნდები აჩვენებენ, თუმცა, დღეს გამოჩნდა, რომ თავდადებით მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებთანაც შესაძლებელია ჭიდილი. იღბალი რომ ყოფილიყო ჩვენს მხარეს, ალბათ, ქულასაც ავიღებდით”.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Wertil^ 18 სექტემბერი 2012 23:45
საფრანგეთთან იმიტო გაგვიჭირდება თამაში, რომ ისინი სპაინებივით ბურთს არ აგორავებენ. ისინი სწრაფ შეტევაზე გადმოდიან და მაგიტო. რაც შეეხება ლორია უკვე გამოკეთდა და რაღაც იმედი მაინც უნდა გვქონდეს ჩვენი ბიჭეების. დიდი იმედი მაქვს საფრანგეთთან რამეს მივაღწევტ და ეს იქნება გულშემატკივრების წვლილიც.
iventusi_rati 12 სექტემბერი 2012 11:00
საფრგეთთან თამაში ძან გაგვიჭირდება.
Sportnews 12 სექტემბერი 2012 10:21
Red_Army,
საფრანგეთთან უფრო გაგვიჭირდება თამაში ვიდრე ესპანეთთან
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Red_Army 12 სექტემბერი 2012 10:12
საღოლ ძალიან მაგრები ხართ რა ! საფრანგეთი უნდა ჩავტოვოთ ;დ
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (224)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა