აირჩიეთ გუნდი:

კობიაშვილი: რაც დრო გადის, სულ უფრო მიძნელდება



"ვერ ვიტყვი, რომ თავიდან იოლი იყო უთამაშებლობასთან შეგუება, მაგრამ რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მიძნელდება. თამაში მომენატრა. ბოლო სამი-ოთხი კვირა რომ დარჩება, ალბათ, კალენდარში თითოეულ დღეს დავითვლი”, – ეს ლევან კობიაშვილის სიტყვებია, რომელიც Berliner Zeitung-მა გამოაქვეყნა.

რა შეხსენება გინდათ, კობიაშვილს იანვრამდე დისკვალიფიკაცია აქვს და ვერ თამაშობს. ის “ჰერტას” ყველა მატჩს ტრიბუნიდან უყურებს და ამბობს, რომ ყოველ დილით ვარჯიშობს.
“ჩემი ვაჟი ფეხბურთზე გიჟდება და ერთად ვქომაგობთ “ჰერტას”. ეგ არის, რომ შინ ხშირად ვარ, რაც მეუღლესა და ჩემს ქალიშვილს უხარიათ”.

როგორც იცით, “ჰერტას” მწვრთნელმა, იოს ლუჰუკაიმ აღნიშნა, რომ ახალი წლიდან კობიაშვილის იმედი ექნება და მას კვლავაც საკვანძო ფეხბურთელად თვლის.

წყარო: მსოფლიო სპორტი  

0

806
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.