აირჩიეთ გუნდი:

U19 ელიტრაუნდის სამზადისს უკვე შეუდგა



სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა გუნდმა.


ამ ჯერზე, კახა კაჭარავამ შეკრებაზე 25 ფეხბურთელს უხმო:


ოთარ კაკაბაძე, ვაჟა მათიაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ბუდუ ზივზივაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), გურამ სამუშია („ზესტაფონი“), ლევან გეგეჭკორი, პაპუნა ფონიავა (ორივე „მერანი“, მარტვილი), ნიკა სანდოხაძე, თემურ მარკოზაშვილი (ორივე „ტორპედო“, ქუთაისი), დაჩი ცნობილაძე, გაბრიელ თებიძე (ორივე „მეტალურგი“, რუსთავი), გიორგი გოროზია, ბაჩო მიქავა (ორივე „ლოკომოტივი“ თბილისი), ლაშა დვალი („ოლიმპი“, თბილისი), ალექსანდრე ადამია, ირაკლი ღერკელაშვილი (ორივე „გაგრა“), ბაჩო არაბული („საბურთალო“, თბილისი), ავთო ენდელაძე („ზუგდიდი“), სულხან კახიძე („კოლხეთი“, ფოთი), გიორგი აბურჯანია („დილა“, გორი), ნიკა ნარმანია („რუხი“, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა („ვანდიში“, შვეიცარია), დავით უბილავა („ვიტ ჯორჯია“), ლუკა ჩხაიძე („მიუნხენ 1860“, გერმანია)


19-წლამდელები ბაზაზე 30 სექტემბრამდე იქნებიან და ვარჯიშების პარალელურად, სავარაუდოდ, ქართულ კლუბებთან ტესტ-მატჩებსაც გამართავენ.


შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს, კაჭარავას გუნდი ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის მატჩებს ითამაშებს ხორვატიის, აზერბაიჯანისა და ისლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ.


თუმცა, ხორვატიაში გამგზავრებამდე, გუნდი ისევ შეიკრიბება და დასკვნით საწვრთნელ შეკრებას გაივლის.


სფფ-ის პრესსამსახური

 

0

1151
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.