აირჩიეთ გუნდი:

FIFA.com – ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ქეცბაიასთან



საფეხბურთო სამყარო გაოგნებული ადევნებდა თვალს როგორ წვალობდა 86 წუთის განმავლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი, ფიფას 2014 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წინააღმდეგ. რობერტო სოლდადოს გვიანმა გოლმა “ფურია როხას” 1-0 მოაგებინა, თუმცა თემურ ქეცბაიას გუნდმა უკვე დაამტკიცა, რომ საქართველოს ნაკრებს ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს.

ეჭვსგარეშეა, რომ ფეხბურთი ვითარდება შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანაში. ამაში ფიფა/კოკა-კოლას მსოფლიო რეიტინგიც გვარწმუნებს. მხოლოდ სექტემბერში ისინი თერთმეტი პოზიციით დაწინაურდნენ და 86-ე ადგილზე გადაინაცვლეს. ეს არის ნახტომი, რომელიც მათ საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს. საქართველო ჯერ კიდევ შორსაა მისი საუკეთესო პოზიციისგან, როდესაც 1998 წელს, რეიტინგში 42-ე იყო. თუ ისინი ასეთივე ტემპით წინსვლას გააგრძელებენ,მაშინ ეს რა თქმა უნდა მათი რეალური, გრძელვადიანი მიზანი გახდება.

FIFA.com-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თემურ ქეცბაიამ საქართველოს ფეხბურთის აღმავლობის მიზეზი ახსნა. " ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ტალანტები, რომლებიც წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებენ. მათი პირადი მიზანია გააგრძელონ თამაში ინდივიდუალურადაც და შენიშნონ წარმატებულმა ევროპულმა კლუბებმა. ძალიან ბევრმა მოთამაშემ გაანალიზა, რომ ეროვნული ნაკრები არის როგორც მათი ქვეყნის, ასევე მათი კარიერის მომავალი. ასე, რომ ფეხბურთელები აკეთებენ ყველაფერს, რომ აჩვენონ საუკეთესო შედეგი და მოიპოვონ აღიარება."

ამ ასპექტით თავად ქეცბაია იდეალური მაგალითია. გარდა იმისა, რომ ეროვნულ ნაკრებში 49 შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა, აგრეთვე თამაშობდა ფამაგუსტას “ანორთოსისში”, ათენის “აეკში”, “ნიუკასლ იუნაიტედში”, “ვულვერჰემპტონ ვონდერერსში”, “დანდიში”. მას შემდეგ რაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა “ანორთოსისში” დაბრუნდა, ბოლოს კი საბერძნეთის ჩემპიონ “ოლიმპიაკოსში”მუშაობდა. 44 წლის თემურ ქეცბაია არის ადამიანი, რომელმაც ყოველთვის იცის რაზე საუბრობს.
1:0 გამარჯვება ბელარუსთან და თერთმეტი პოზიციით წინსვლა მსოფლიო კლასიფიკაციაში. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებმა აჩვენა, რომ საქართველოს ამჟამინდელ ნაკრებს შეუძლია გაგვაკვირვოს. “გუნდი ძლიერ მოტივირებულია, მებრძოლი ნაკრებია და მე ვხედავ ,რომ მათ მართლა სურთ ღირსეული შედეგი ჰქონდეთ ქვეყნისთვის, რომელსაც ისინი წარმოადგენენ”. – ამბობს ქეცბაია, რომელმაც არ გამოარჩია კონკრეტული მოთამაშეები. “ჩვენ დამოკიდებული ვართ არა მხოლოდ ძირითად მოთამაშეებზე, არამედ მთლიანად გუნდზე”.

გულშემატკივრები აღფრთოვანებულნი არიან საკუთარი ვარსკვლავებით და ეს კარგად იგრძნობა 4,5 მილიონიან ქვეყნის მოსახლეობაში. " ფეხბურთი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია"-განაცხადა ქეცბაიამ." თქვენ აქ ნახავთ ხალხს, რომელსაც უყვართ და უბრალოდ ცხოვრობენ ფეხბურთით.უკანასკნელი წლების მანძილზე, სამწუხაროდ გუნდი არ აჩვენებდა თავის საუკეთესო შედეგს . ამის მიუხედავდად ბოლო თამაშებზე 60 ათასზე მეტი ადამიანი გულშემატკივრობდა თავის ქვეყანას. ხალხს უყვარს ეროვნული ნაკრები და მათ სურთ, რომ საქართველომ, რომელიმე შეჯიბრის ფინალურ ეტაპზე ითამაშოს.

2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო თასისკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია, როგორც გუნდის კაპიტან ჯაბა კანკავასთვის, ასევე მთელი ნაკრებისათვის. ესპანეთისა და ბელარუსის შემდეგ საქართველო საფრანგეთთან და ფინეთთან ითამაშებს, და აი ჯგუფიდან ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებისთვის იბრძოლებს.
“ძალიან ძნელია კონკრეტულად გუნდზე საუბარი, რადგან ნაკრები კვლავ ძიებაშია, მაგრამ მჯერა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი საჭირო ქულები აიღოს და მიზანს მიაღწიოს”. თემურ ქეცბაიას მთავარი მიზანი კი, რომელიც 1998 და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თოთხმეტინომრიანი მაისურით თამაშობდა -ასე ჟღერს ”გვინდა კარგი და ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბოთ,რომელსაც ექნება შანსი, რომ 2016 წელს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე იყოს".

წყარო: gff.ge  

1

994

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: cotne_mari  

აბა მოენდომებინა ესპანეთმა არ მოინდომა იმიტომ რომ ჩვენ რთულ მეტოქედ არ მივაჩნდით და დიდი წინააღმდეგობა არ გაგვიწია ხოდა როარ გაითვალისწინა იმიტომ დაამთავრა კინაღამ ნიჩია თორე ესპანეთს არ უწვალია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.