აირჩიეთ გუნდი:

ალექსანდრე იაშვილი: ყველა უნდა დაისაჯოს, იდეოლოგებიდან - ჯალათებამდე



გერმანული "ბოხუმის" ფეხბურთელი, ალექსანდრე იაშვილი პატიმართა ახლობლებს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც იაშვილი აცხადებს, ამ სამარცხვინო ვითარების შექმნაში წვლილის ყველა შემტანი სასტიკად უნდა დაისაჯოს.

"სამწუხაროდ, შორიდან მიხდება იმ ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა, ვინც ასეთ არაადამიანურ დღეში აღმოჩნდნენ. შეუძლებელია, იმ საზარელმა კადრებმა, რომლებიც, ალბათ, ჩვენი ქვეყნიდან სხვადასხვა მიზეზით გასულმა ყველა ქართველმა ნახა, არ შეგძრას და არ დაგაფიქროს იმ ტრაგედიის მიზეზებზე, რაც თურმე ციხეებში ხდება.

ადამიანის უფლებების, პირველ რიგში - ღირსების შელახვა დაუშვებელია. სასტიკად უნდა დაისაჯოს ყველა, ვისაც ამ სამარცხვინო ვითარების შექმნაში მიუძღვის წვლილი, იდეოლოგებიდან - ჯალათებამდე.

რაც მოხდა, ყველა ჩვენგანის, თითოეული ქართველის ღირსების გათელვაა. იმედი მაქვს, ეს გაუგონარი უმსგავსობა დაუსჯელი არ დარჩება", - აცხადებს ალექსანდრე იაშვილი.

წყარო: sportall  

1

1416

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

იაშკა მართალი ხარ .
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.