Image

ეროვნული ნაკრები ფინეთში გაემგზავრა

საქართველო 08-ოქტ, 23:209 Sportnews 1924


დღეს, ფინეთის დედაქალაქში შეკრებას იწყებს საქართველოს ეროვნული ნაკრები. თბილისიდან ჰელსინკიში გამთენიას გაემგზავრნენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, აზერბაიჯანული „ბაკის“ ქართველი მცველი - გიორგი ფოფხაძე და დელეგაციის სხვა წევრები.

ნაკრების შემადგენლობაში ერთი ცვლილება განხორციელდა. დავით კვირკველიას ნაცვლად, რომელმაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში ტრავმა მიიღო, თემურ ქეცბაიამ რუსთავის „მეტალურგის“ ნახევარმცველი - ირაკლი მაისურაძე გამოიძახა. ანუ ჰელსინკიში გაემგზავრნენ როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, გულვერდ თომაშვილი, ირაკლი მაისურაძე, ალექსანდრე გურული და გიორგი ფოფხაძე. დანარჩენი ლეგიონერები და თავად თემურ ქეცბაია, პირდაპირ ჰელსინკიში ჩაფრინდებიან და სასტუმრო „რედისონში“ დაბინავდებიან.

დღეს საღამოსვე, ნაკრები არასრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს გამართავს. გუნდს გვიან ღამით შეუერთდება ქართული ლეგიონის წარმომადგენელი ფინეთში - ირაკლი სირბილაძე, რომელსაც ჩემპიონატის მატჩი აქვს სათამაშო „ინტერ ტურკუს“ შემადგენლობაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი ფინეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის, 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება. მატჩს უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი - ევგენი არანოვსკი; ასისტენტები - მიკოლა ლევკო და ოლეკსი ანდრიეიევი; მეოთხე ოფიციალური - ანატოლი აბდულა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გულშემატკივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იხილავს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
iventusi_rati 9 ოქტომბერი 2012 15:26
წარმატებები ბიჭებს. 7 7
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (174)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა