ესპანეთი / ინგლისი
სუარესი : ,, კოუტინიოს ბარსაში თამაში სურს "

ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა სპორტულ გამომცემლობასთან საუბარში განაცხადა, რომ ლივერპულის ნახევარმცველ ფილიპ კოუტინიოს კატალონიურ გუნდში თამაში სურს.

" მას კარიერის გაგრძელება ბარსელონაში სურს. ფილიპს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ მას დიდი ამბიციები აქვს. მას შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. "

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" მთელი ზაფხულის განმავლობაში უარყოფდა ბარსელონას შეთავაზებებს, რის გამოც კოუტინიო ბარსელონას არ შეუერთდა. კატალონიელებმა, ინგლისელებს 100 მილიონი ევრო შესთავაზეს, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა ბრაზილიელის გამოსასყიდლად.










კომენტარის დამატება