კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი შესაძლოა "ლივერპულში" აღმოჩნდეს

კატალონიის

12-11-2017, 21:28

"ბარსელონას" არგენტინელი მცველი ხავიერ მასკერანო კვლავ "ლივერპულით" ინტერესდება. ესპანური სპორტული გამომცემლები აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ მასკერანო უკვე დაუკავშირდა მერსესაიდული კლუბის წარმომადგენლებს.

" ჯერ-ჯერობით არ მიმიღია არანაირი წინადადება გუნდისგან. არავინ იცის რა მოხდება მომავალში"

ამ განცხადებამდე, ხავიერ მასკერანომ მედიას განუცხადა, რომ "ბარსელონას" ამჟამინდელი მდგომარეობა მისთვის არც თუ ისე მისაღებია.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის არგენტინელი მცველი, "ლივერპულის" ღირსებას 2007 წლიდან, 2010 წლამდე იცავდა. მან მერსესაიდული კლუბისთვის 90-ზე მეტი მატჩი ითამაშა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით