მესიმ ბარსელონას მოთხოვნები წაუყენა

მესიმ ბარსელონას მოთხოვნები წაუყენა

13-11-2017, 20:45

არგენტინელ ფორვარდს ბარსელონასთან ახალ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია. ესპანური სპორტული გამომცემლობების ნაწილი წერს, რომ მესის ახალ კონტრაქტზე უკვე დიდი ხანია რაც ხელი აქვს მოწერილი, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არავინ ადასტურებს.

მხარეების შეთანხმებამდე გეტყვით, რომ ლიონელ მესის, "ბარსელონასთან" მოთხოვნები აქვს, რის დაკმაყოფილების შემდეგაც ორივე მხარე სავარაუდოთ შეთანხმებას მიაღწევს. კერძოდ კი, მესის სურს კონტრაქტში ის პუნქტი შეიტანოს, რომელიც მას "ბარსელონას" დატოვების შემთხვევაში არავითარ ჯარიმას არ დააკისრებს.

არგენტინელ ფორვარდს არაერთ ინტერვიუში აუღნიშნავს, რომ მას კარიერის დასრულება არგენტინულ კლუბში სურს. სწორედ იქ, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით