2018 წლის ზაფხულში, მადრიდის რეალი უზარმაზარ ტრანსფერებს განახორციელებს.

2018 წლის ზაფხულში, მადრიდის რეალი უზარმაზარ ტრანსფერებს განახორციელებს.

13-11-2017, 20:54

ბოლო სატრანსფერო ფანჯარაზე, ესპანეთის სხვა გუნდებისგან განსხვავებით, მადრიდის "რეალს" დიდი თანხები არ დაუხარჯავს. მათი მიზანი არა 2017 წლის სატრანსფერო ფანჯრებია, არამედ 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, რომელზეც გუნდი სავარაუდოთ 200 მილიონ ევროს დახარჯავს.

სავარაუდოთ, გუნდს რამდენიმე მაღალი კლასის მოთამაშე დაემატება. ყველაზე ხშირად, კი ახალწვეულების რიგებში ჰარი კეინს და ნეიმარს მოიხსენიებენ, თუმცა 200 მილიონი ევრო მხოლოდ ნეიმარისთვისაც კი საკმარისი არ იქნება.

არავინ იცის, თუ რა აქვს ჩაფიქრებული "რეალის" ხელმძღვანელობას, თუმცა ფაქტია, რომ მათ ბოლო სატრანსფერო ფანჯრებზე დიდი თანხა არ დაუხარჯავთ, რამაც ფანები გააკვირვა. გულშემატკივრების დიდ ნაწილს სურს ახალი ფეხბურთელების დამატება, რომელიც გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით