რეალი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ბეილის გაყიდვას გეგმავს

რეალი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ბეილის გაყიდვას გეგმავს

14-11-2017, 20:39

ბეილის თვეები რეალში დათვლილია - ასეთ სათაურით აქვეყნებს სტატიას ცნობილი ესპანური სპორტული გამომცემლობა AS.COM. მათი თქმით, ბეილის ტრანსფერი მადრიდულ კლუბში მხოლოდ ფულის ტყუილი ხარჯვა იყო, რადგან გუნდში გადმოსვლიდან ბეილს არც თუ ისე კარგი სტატისტიკა აქვს. მეტიც, მისი ტრანსფერიდან უკვე იმდენი ტრავმა აქვს გადატანილი უელსელ ფორვარდს, რომ სეზონის ბოლოს მისი წასვლა გარდაუვალია.

2013 წელს მადრიდულმა კლუბმა ბეილი 100.7 მილიონ ევროდ შეისყიდა. ეს არის გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი. გარეთ ბეილს, კრიშტიანუს შემცვლელად მოიაზრებდნენ, თუმცა რეალობა, მოლოდინისგან საოცრად განსხვავდება.

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, მადრიდულმა კლუბმა, უელსელში 168.6 ევროგადაიხადა(ყოველგვარი ხარჯების, ხელფასის და ბონუსების შემდეგ). უელსელის ანგარიშზე 159 თამაშია, რისი მიხედვითაც მას თითოეული თამაშის ანაზღაურება 1,060,377 ევროა. ეს თანხა, წუთებში რომ გადავიყვანოთ 1 წუთი - 13,593 ევროა.

მიუხედავად შემოთავაზებისა, რომელიც მოურინიოს თავკაცობით, მანჩესტერმა, მადრიდულ კლუბს გაუკეთა, ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობამ შემოთავაზება უარით გაისტუმრა. მიმდინარე სეზონის 19 თამაშიდან, ბეილმა მხოლოდ 9 თამაშში მოახერხა მონაწილეობის მიღება. 19 სექტემბრიდან დღემდე ბეილს არ მიუღია არცერთ თამაშში მონაწილეობა, თუ არ ჩავთვლით გასული პარასკევის ტრავმას, რის შემდეგაც მისი თამაში კიდევ უფრო საეჭვო გახდა.

"რეალისთვის" კარგად იყო ნაცნობი, რომ მათ ბეილის გაყიდვა მოუწევდათ, რის გამოც გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე კილიან მბაპეს ყიდვა გადაწყვიტეს. მბაპეს ყიდვა კი მხოლოდ "პსჟ-მ" მოახერხა, რომელთაც გადაიხადეს ბევრად მეტი, ვიდრე "რეალი" იხდიდა.

ფეხბურთელს კვლავ ეძლევა შანსი იმისა, რომ მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება შეაცვლევინოს, თუმცა მისი ბოლო ტრავმებიდან გამომდინარე ნამდვილად რთული იქნება ფორმაშ შესვლა. ამიტომ თითქმის გარდაუვალია უელსელის ტრანსფერი, რომელიც სავარაუდოდ სეზონის ბოლოს განხორციელდება. საეჭვოა, იქნება თუ არა კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედი" მსურველი გუნდების სიაში..

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით