პაულინიოს სურს გაიმეოროს ის, რასაც ინიესტა აკეთებს

პაულინიოს სურს გაიმეოროს ის, რასაც ინიესტა აკეთებს

17-11-2017, 21:11

ბრაზილიელი ფეხბურთელის, პაულინიოს ტრანსფერი, "ბარსელონაში" ცოტა ხნის წინ შედგა. თადაპირველად, მისი ტრანსფერი გულშემატკივრების დიდ ნაწილს არ მოსწონდა, თუმცა პაულინიოს თამაშებიდან გამომდინარე, გულშემატკივართა ნაწილმა აზრი შეიცვალა.
თავად ბრაზილიელი კი გუნდში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ სურს ისე ითამაშოს, როგორც ამას ინიესტა ახერხებს.

" გუნდში ყოფნის პირველ თვეებში მე თანაგუნდელებს ვუყურებდი და მათ თამაშს ვსწავლობდი. ყველაზე დიდი ნაწილი კი ინიესტას დავუთმე, რომლითაც საოცრად აღფრთოვანებული ვარ. მას აქვს სპეციალური სტილი, რომელიც სხვებისგან განასხვავებს. ის არის უნივერსალური ფეხბურთელი, რომელიც ვარჯიშზე ისეთ რამეებს აკეთებს, რაც წარმოუდგენელია. მე ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ მსურს ვითამაშო, როგორც ინიესტამ. ესპანელი არაპროგნოზირებადია და ეს მას საუკეთესოს ხდის. "

შეგახსენებთ, რომ ინიესტა კატალონიურ კლუბში 2002 წლიდან ირიცხება. ამ დროის განმავლობაში, მან 28 ტიტულის მოგება შეძლო.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით