რეალი, ინტერს 100 მილიონიან შეთავაზებას გაუკეთებს.

რეალი, ინტერს 100 მილიონიან შეთავაზებას გაუკეთებს.

21-11-2017, 18:14

მადრიდის "რეალის" მიმდინარე სატურნირო მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, რის გამოც ფლორენტინო პერესი გუნდში ცვლილებებს გეგმავს. ცვლილება უშუალოდ შეეხება შემტევ ხაზს, რისთვისაც "რეალი" მაღალი დონის ფორვარდის შეძენას აპირებს.

სპორტული გამომცემლობები უკვე რამდენიმე კვირაა წერენ იმის შესახებ, რომ შესაძლო ტრანსფერებში ალექსის სანჩეზი, ჰარი კეინი და მუჰამედ სალაჰი მოიაზრებიან, თუმცა ამ სიას დღეს მაურო იკარდიც დაემატა, რომელსაც მილანის "ინტერში" შესანიშნავი სეზონი აქვს.

იტალიური სპორტული გამომცემლობები ამ ამბავს ეხმაურებიან და წერენ, რომ იკარდის ჯერ ამაზე არავისთან უსაუბრია, თუმცა შეთავაზება მართლაც კარგი იქნება.

" შემიძლია გითხრათ, რომ იკარდი აუცილებლად გახდება მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი " - წერს სპორტული ჟურნალისტი.

მიმდინარე კონტრაქტით, იკარდის, "ინტერთან" კავშირი 2021 წლამდე აქვს. მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროა, თუმცა "რეალი" მზადაა, მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

სერია ა-ში, მიმდინარე 13 მატჩში, მაურო იკარდის 13 გოლი აქვს, რაც შესანიშნავი შედეგია.

ვინც არ იცით მაურო იკარდის შესახებ, მის შესახებ რამდენიმე სიტყვას გიამბობთ.

მაურო იკარდი როსარიოში, 1993 წლის, 19 თებერვალს დაიბადა. როდესაც მაურო 9 წლის გახდა, მისი ოჯახი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა, სადაც მას ფეხბურთი ძლიერ შეუყვარდა. ერთ დღესაც, მაუროს "ბარსელონადან" დაურეკეს, რა დროსაც მას უთხრეს, რომ "ლა მასიაში" მისი, როგორც იუნკერის მიღება ისე სურდათ.
2008 წელს იკარდი "ბარსელონას" აკადემიას შეუერთდა, სადაც 3 წელი გაატარა. 2011 წელს, მაურო სამპდორიაში გადავიდა.

ამჟამად, მაურო იკარდის ანგარიშზე 159 მატჩი, 91 გოლი და 23 საგოლე გადაცემაა.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით