იოზილი, "ბარსელონაში" გადასასვლელად მზადაა

ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 14-დეკ, 22:119 Sportsman 638 0






ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი, რომელსაც "მეთოფეებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება კლუბს სულ მალე დატოვებს.

ესპანური სპორტული გამომცემლობების თქმით, 29 წლის ფეხბურთელი "ბარსელონას" უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდება. პრესა იმასაც წერს, რომ იოზილმა შესაძლოა "არსენალი" თავისუფალი აგენტის სტატუსითაც დატოვოს.

ცნობილია, რომ კატალონიური კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ, იოზილის აგენტსაც, თუმცა დეტალები არ ხმაურდება.

მიმდინარე სეზონში, იოზილმა პრემიერ ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018