ესპანეთი / საფრანგეთი
მარსელო : " ნეიმარი "რეალში" გადმოვა "

ცნობილი ფაქტია, რომ "რეალი" "ბარსელონასთან" ერთად ნეიმარის ტრანსფერისთვის იბრძოდა, თუმცა საბოლოოდ ფორვარდის გადმობირება კატალონიელებმა შეძლეს და უშუალო კონკურენტები სატრანსფერო მოედანზე დაამარცხეს.

ბოლო დროის განმავლობაში მოხშირდა საუბრები იმის შესახებ, რომ ნეიმარი შეასძლოა "რეალში" ძალიან მალე გადავიდეს, რაზეც მარსელონ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

" ვფიქრობ ერთ დღეს ის "რეალში" ითამაშებს. მოერგება თუ არა მადრიდულ გრანდს? დიახ, რა თქმა უნდა !. უკეთესი იქნებოდა, თუ ნეიმარის ტრანსფერი პირდაპირ "რეალში" შედგებოდა, რადგან მისნაირი ფეხბურთელების ადგილი სწორედ რეალშია " - განაცხადა ბრაზილიელმა.

მარსელო :  " ნეიმარი "რეალში" გადმოვა "










კომენტარის დამატება