ესპანეთი
"ვის ჭირდება მბაპე და ნეიმარი, როდესაც ასენსიო გვყავს"

"ვის ჭირდება მბაპე და ნეიმარი, როდესაც ასენსიო გვყავს"


მადრიდის "რეალმა" 1/4 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მომგებმა გუნდმა პირველ შეხვედრაში 3:1 იმარჯვა და საფრანგეთში დიდი ჰანდიკაპით ჩადის.

საინტერესოა, რომ შეხვედრაში უდიდესი გარდატეხა ზიდანის ცვლილებმა მოახდინა, "რეალმა" ორი გოლი მას შემდეგ გაიტანა რაც მოედანზე ლუკას ვასკესი და მარკო ასენსიო გამოვიდნენ.

ლომის წილი დაიდო "რეალის" მიერ გატანილ ორივე გოლში ახალგაზრდა ფეხბურთელმა მარკო ასენსიომ, რონალდუს მეორე გოლის დროს საჯარიმოში ბურთი სწორედ მარკომ ჩააწოდა, მარსელოს კი საგოლე გადაცემა სწორედ ასენსიომ უპასა.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მადრიდული პრესა და "რეალის" გულშემატკივრები აქტიურად ალაპარაკდნენ, რომ "რეალს" არც მპაბე და არც ნეიმარი სჭირდება, რადგან გუნდს ასენსიო ჰყავს.

22 წლის ფეხბურთელი მართლაც სულ უფრო აოცებს საფეხბურთო სამყაროს, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მომავალი "რეალი" სწორედ ასენსიოს ირგვლივ უნდა აშენდეს. ფაქტია ზიდანი მუდიმავად ენდობა ახალგაზრდა შემტევს და სულ უფრო მეტ სათამაშო დროს აძლევს.








კომენტარის დამატება