Image

ოფიციალურად ცნობილია პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "რეალს" შეურთდება

ესპანეთი / ტრანსფერები 28-თებ, 23:079 Sportnews 3926


















ოფიციალურად ცნობილია პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "რეალს" შეურთდება


მადრიდის "რეალი" ბოლო წლები სატრანსფერო ბაზარზე ნაკლებად აქტიურობს და ცოტას ხარჯავს , ამიტომ "სამეფო გუნდს" ბიუჯეტში უკვე საკმაოდ დიდი თანხა მოუგროვდა, შესაბამისად მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდზე ყველა ელის, რომ "რეალმა" ხმაურიანი და ძვირადღირებულიანი ტრანსფერები უნდა შემოგვთავაზოს.

ოფიციალურად უკვე ცნობილი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც "თეთრებს" ზაფხულში შეურთდება, ახლაგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელის, ვინიციუს ჟუნიორის აგენტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი კლიენტი პრესეზონს სწორედ მადრიდის "რეალთან" ერთად დაიწყებს.

პრესეზონის პერიოდში ვინიციუს "რეალში" გამოცდიან, გადაწყვეტავენ მზად არის თუ არა უკვე ის "სამეფო გუნდში" სათამაშოდ , უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, "რეალი" ბრაზილიელს ახალ გუნდს მოუძებნის და ევროპის რომელიმე გუნდში გაანათხოვრებს.

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა მის მშობლიურ გუნდში "ფლამენგოში" დატოვა სათამაშოდ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა