იკერ კასილასი ესპანეთში ბრუნდება!

ესპანეთი 06-მარ, 20:129 Sportnews 667 0






იკერ კასილასი ესპანეთში ბრუნდება!


მადრიდის "რეალის" ლეგენდა იკერ კასილასი შესაძლოა კვლავ ესპანეთში დაბრუნდეს და იმ ჩემპიონატში გააგრძელოს ასპარეზობა, რომელიც არაერთხელ მოუგია.

ესპანელ კიპერის ახალ გუნდად "ბეტისი" მოიაზრება, როგორც ინფორმაცია ვრცელდება ანდალუსიურ გუნდის მიზანი ლეგენდარული მეკარის დამატებაა და თავის მხრივ ფეხბურთელსაც სურს სამშობლოში დაბრუნდება.

იკერ კასილასი მზად არის გაცილებით ნაკლებ ხელფას დასთანხმდეს და კარიერა კვლავ პრემიერდივიზიონში გააგრძელოს. თავის მხრივ "პორტოს" წარმომადგენლებიც ადასტურებენ ინფორმაციას, რომ კიპერი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასმა მადრიდის "რეალი" 2015 წელს დატოვა და კარიერა "პორტოში" გააგრძელა.

36 წლის ფეხბურთელმა "რეალთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონატი ხუთჯერ მოიგო, ესპანეთის თასს ორჯერ დაეუფლა , ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კი სამჯერ გახდა.

კასილასმა კაპიტნის რანგში ესპანეთის ნაკრებთან ერთად ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ერთხელაც მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018