რა მიაძახა ლეო მესიმ ტუნელში მსაჯს, რის გამოც ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ესპანეთი 07-მაი, 17:319 Sportsman 2540 0






რა მიაძახა ლეო მესიმ ტუნელში მსაჯს, რის გამოც ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ემუქრება.


ცნობილი ესპანური გამომცემლობა marca ლიონელ მესის, მსაჯისადმი შეურაწყოფაზე წერს და ამბობს, რომ სანდო წყაროებზე დაყრდნობით, არგენტინელმა, მსაჯს შეურაწყოფა მიაყენა.

კერძოდ კი, ტუნელის იმ ნაწილში, სადაც კამერები არ აფიქსირებენ მოვლენებს, ლეო მესიმ მსაჯს შემდეგი რამ უთხრა: " მძ***რი ხარ, მძ***რი ხარ. შენ მათთვის მსაჯობ ". მატჩის შემდეგ, მსაჯს ამის შესახებ კითხეს და მან თქვა, რომ მსგავსი არგენტინელს არაფერი უთქვამს.

ცნობილი გამომცემლობა, რომელიც მადრიდის "რეალის" დიდი გულშემატკივარია იმასაც წერს, რომ ამის დამადასტურებელი არც ფოტო და არც ვიდეო მასალა არ არსებობს, რის გამოც ფაქტის დადასტურება ძნელია.

საპირისპიროს ამბობს "ბარსელონას" მხარე, რომელთაც განაცხადეს, რომ ლიონელ მესი მსაჯების მიმართ ყოველთვის პატივისცემით გამოირჩევა. ჯერ-ჯერობით ამის შესახებ ეპსანური ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის კომიტეტს გამოძიება არ დაუწყია, რადგან "შემთხვევა" არ მოხვედრილა მსაჯის ჩანაწერებში, თუმცა აუცილებლად დაიწყება, თუ შემთხვევას რეალური ფაქტები ექნება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018