ვალვერდე: "არავის შეუძლია პირი მოაღოს იმის შესახებ, თუ რა ხდება ტუნელში. ამის გარანტი ვარ "

ესპანეთი 08-მაი, 19:439 Sportsman 188 0






ვალვერდე: "არავის შეუძლია პირი მოაღოს იმის შესახებ, თუ რა ხდება ტუნელში. ამის გარანტი ვარ "


"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებთან "ელ კლასიკოზე" და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ჟურნალისტების თქმით, სერხიო რამოსმა მატჩის შემდეგ განაცხადა, ლეო მესიმ მსაჯს შეურაწყოფა მიაყენა და მას განავალი უწოდა, რაზეც ვალვერდემ შემდეგი რამ განაცხადა. " დიალოგები, რომელიც ფეხბურთელებს მსაჯის მიმართ აქვთ... ამის შესახებ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და ბევრი შემთხვევაც მქონია, როდესაც მსგავსი რამ ხდებოდა. არავის შეუძლია მოაღოს პირი იმაზე, თუ რა უთხრეს ერთმანეთს ფეხბურთელებმა. ამის გარანტი თავად ვარ. "

მესის პროტესტი? " მსაჯს არ ვედავები, რადგან მატჩის მიმდინარეობისას მან შეიძლება შეცდომები დაუშვას, როგორც "ბარსელონას" საწინააღმდეგოდ, ასევე "რეალის" საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვაკრიტიკებთ მათ, მაგრამ მსაჯები ფეხბურთელებს უხსნიან, თუ რატომ იღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

ლეოს წინააღმდეგ აგებული კამპანია? " მე არ ვკითხულობ ახალი ამბების ჟურნალებს და შესაბამისად, არ ვიცი რა კამპანიებია აგორებული, როგორც "რეალის" წინააღმდეგ, ასევე "ბარსას" წინააღმდეგ. ამაზე არაფერს ვიტყვი "

გრიზმანის ტრასფერი - "არაფერი შემიძლია ვთქვა კერეზოსთან დაკავშირებით. გრიზმანი შესანიშნავი ფეხბურთელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ არ შეიძლება ფეხბურთელთან დაკავშირებით მსგავსი რამის თქმა, როდესაც მას წინ ფინალი აქვს სათამაშო. "

" რატომ არ ვათამაშე დემბელე? - ის გუნდში ახალწვეულია და საკმაოდ ბევრი ტრავმაც ქონდა, რომლის შემდეგაც თამაში მარტივი არ არის. მას დიდებული ტალანტი აქვს. სწრაფია და ხშირად შეუძლია მომენტების შეექმნა, მაგრამ მან უნდა იმუშაოს დაცვით სტილზეც, რომელიც აუცილებელია. ის ახალგაზრდაა და ეს სეზონი მისთვის განსხვავებული იყო, თუმცა ახალი სეზონი ვფიქრობ შესანიშნავი იქნება. "



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018