ესპანეთი
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სერხი რობერტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სერხი რობერტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო


ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ბარსელონას" ესპანელ ფეხბურთელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ცნობილი გახდა, სერხი რობერტო 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 6 მაისს გამართულ "ელ კლასიკოში" მოხდა. შეხვედრის პირველი ნახევრის დამატებულ წუთებზე, სერხი რობერტომ, "რეალის" მარცხენა მცველს მარსელოს ხელი ზურგში დაარტყა, რა დროსაც მარსელო დაეცა. ინციდენტს პირდაპირ უყურებდა მსაჯი, რომელმაც ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.

სერხი რობერტო მატჩებს გამოტოვებს, ვილიარეალთან, ლევანტესთან და რეალ სოსიედადთან. ფეხბურთელი ასევე ესპანეთის სუპერ თასის ფინალის პირველ მატჩსაც გამოტოვებს, სადაც "ბარსელონა" "სევილიას" უპირისპირდება.

გარდა 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციისა, კლუბს 1, 400 ევროს გახადხა, ხოლო ფეხბურთელს 3, 005 ევროს გადახდა დაეკისრა.












კომენტარის დამატება