AS.COM: "ბარსელონა" მზადაა გრიზმანის სანაცვლოდ 115 მილიონი ევრო გადაიხადოს

ესპანეთი / ტრანსფერები 13-მაი, 16:109 Sportsman 751 0






AS.COM: "ბარსელონა" მზადაა გრიზმანის სანაცვლოდ 115 მილიონი ევრო გადაიხადოს


ცნობილი ესპანური გამომცემლობა ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გრიზმანის ტრანსფერი "ბარსაში" ასე ახლოს ჯერ არასდროს ყოფილა..

საუბარია 115 მილიონ ევროზე, რომელიც 120 მილიონამდე გაიზრდება. "ბარსელონა" უკვე ინტენსიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ანტუან გრიზმანთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების დაწყება გუნდმა რამდენჯერმე სცადა, ხოლო შედეგი ბოლო მცდელობამ გამოიღო.

ცნობილია ისიც, რომ თავად ფრანგ ფეხბურთელს "ბარსაში" თამაში სურს. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი ფინალურ სტადიამდე მივა, "ბარსელონა" 7 ნომრიან მაისურს სწორედ ფრანგს დაუთმობს. ამ მაისურის "არ" გამოყენება ერთ-ერთი დამადასტურებელი იმისა, რომ კატალონიური გრანდი მის ტრანსფერზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა. ჯერ კიდევ კოუტინიოს ტრანსფერის დროს ცნობილი იყო, რომ 7 ნომრიანი მაისური კლუბს გრიზმანისთვის ქონდა შენახული.

ესპანური გამომცემლობის თქმით, ევროპა ლიგის ფინალური მატჩი შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს გრიზმანისთვის "ატლეტიკოში", რადგან ტრანსფერი დიდი შანსია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შედგეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018