ესპანეთი
აი რაზე შელაპარაკდნენ პიკე და მსაჯი გუშინდელი მატჩის დროს

აი რაზე შელაპარაკდნენ პიკე და მსაჯი გუშინდელი მატჩის დროს


"ბარსელონას" ფეხბურთელის და მსაჯის საუბარი ცნობილმა ესპანურმა გამომცემლობამ As.com-მა გაშიფრა.

მატჩის 88-ე წუთზე, რა დროსაც "ბარსელონას" ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო, მსაჯთან პიკე მივიდა, რომელიც ბარათის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რა დროსაც მსაჯმა მას შემდეგი რამ უთხრა :

" დამშვიდდი, არ შემეხო და ნუ მემუქრები. მსაჯი, რომელიც ეპიზოდს უყურებდა მითხრა, რომ იერი მინა ბარათს იმსახურებდა. "

პიკემ ყოველივე ამაზე კი შემდეგი რამ უპასუხა :

" არ დაგემუქრო? შენ მემუქრები მე, სწორედ შენ მემუქრები "

შელაპარაკების დროს, როდესაც მსაჯმა პიკეს არ შეხებისკენ მოუწოდა, ფეხბურთელი მას მხარზე მაინც ეხებოდა, რა დროსაც მსაჯმა ესპანელს ყვითელი ბარათი უჩვენა.












კომენტარის დამატება