ესპანეთი
მადრიდის "რეალი" "ატლეტიკოს" მიერ ევროპა ლიგის მოგებას გამოეხმაურა

გუშინ ევროპა ლიგის ფინალში მადრიდის "ატლეტიკომ" "მარსელს" შანსი არ დაუტოვა და ჩემპიონობა სრულიად დაიმსახურა.

"ატლეტიკოს" ტიტულის მოგებას "რეალის" ოფიციალური "ტვიტერი" გამოეხმაურა და თანაქალაქელებს ჩემპიონობა მიულოცა.

"ვულოცავთ "ატლეტიკოს" ევროპა ლიგის მოგებას ლიონში"- წერია "რეალის" განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ თუ "რეალმა" შეძლო "ლივერპულის" დამარცხება მადრიდული დერბი უკვე უეფას სუპერ თასის ფინალურ მატჩში შედგება.












კომენტარის დამატება