"მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა ბეილისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი გრანდი ერთვება

ესპანეთი / ტრანსფერები 29-მაი, 23:009 Sportsman 2149 0





გარეთ ბეილი ბრწყინვალე გოლის შემდეგ "ლივერპულის" წინააღმდეგ.

"მეცამეტე" ჩემპიონთა ლიგის მთავარი გმირისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა სიას კიდევ ერთი გრანდი ემატება.

ყველასთვის მოულოდნელად "ბაიერნი" ბეილით ინტერესდება და მზად არის მასში უფრო მეტი გადაიხადოს, ვიდრე ეს "მანჩესტერს" აქვს გადაწყვეტილი.

ბეილი, რომ "რეალიდან" წავა ამას მისი კომენტარიც მოწმობს, რომელიც ლიგის მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

" მე და ჩემი აგენტი დავჯდებით და გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე თამაში მჭირდება, რაც აქ ნაწილობრივ ხერხდება, ნაწილობრივ კი არა "

ვრცლდება ხმები, რომლის მიხედვითაც სიას შესაძლოა "ტოტენჰემიც" შეუერთდეს, რომელსაც ბეილის დაბრუნება სურს, თუმცა ეს ინფორმაცია შეიძლება ნაკლებად რეალურად ჩავთვალოთ, რადაგნ ბეილის სატრანსფერო თანხა საკმაოდ დიდია.

მიუნხენის "ბაიერნი" ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ევროპული კლუბია, რომელიც მზად არის ბეილში "რეალს" 150 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ბაიერნისთვის ბეილის პოზიციის შემტევი მნიშვნელოვანია, რადგან ამ პოზიციაზე გასულ სეზონში მათ თითქმის ყოველთვის პრობლემები ქონდათ. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, გამართეს თუ არა გერმანელთა წარმომადგენლებმა შეხვედრა ესპანელებთან.

მინდა შეგახსენოთ, რომ უელსელი გარეთ ბეილი "რეალის" რიგებში 2013 წლიდან ირიცხება და საკმაოდ წარმატებული სტატისტიკაც აქვს. მას 126 მატჩში 70 გოლი აქვს გატანილი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018