" კრიშტიანუ რონალდუს "რეალის" დატოვება გადაწყვეტილი აქვს და ამას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გააკეთებს "

ესპანეთი 07-ივნ, 15:259 Sportsman 580 0





" კრიშტიანუ რონალდუს "რეალის" დატოვება გადაწყვეტილი აქვს და ამას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გააკეთებს "


ცნობილი ესპანური გამომცემლობა Record სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ კრიშტიანუ რონალდუს "რეალის" დატოვება გადაწყვეტილი აქვს და ამას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გააკეთებს.

ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კრიშტიანუმ გულშემატკივრებისთვის გაუგებარი განცხადება გააკეთა, რამაც მედია საშუალებებს ამ საკითხის მიმართ ინტერესი გაუჩინა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ "რეალში" 2009 წლიდან თამაშობს, რა დროშიც მან 292 მატჩში 311 გოლის გატანა შეძლო. ეს ბრწყინვალე მაჩვენებელია პორტუგალიელისთვის, რის გამოც ის "რეალის" ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი..



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა