Marca, As და სხვა - ესპანური გამოცემები პაპუნაშვილზე წერენ: სიმულაცია თუ მსაჯის უხეში შეცდომა ?

ესპანეთი 07-ივნ, 17:059 Sportnews 3666 0






Marca, As  და სხვა  - ესპანური გამოცემები პაპუნაშვილზე წერენ: სიმულაცია თუ მსაჯის უხეში შეცდომა ?


ლა ლიგაში გადასასვლელ ნახევარფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" სტუმრად "ნუმანსიას" 1-1 დაუზავდა.

შეხვედრის ერთ ეპიზოდში მთავარმა არბიტრმა ქართველი ფეხბურთელი სიმულაციისთვის გააფრთხილა და თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

არადა განმეორებით კარგად გამოჩნდა პაპუნაშვილსა და მის მეტოქეს შორის კონტაქტი აშკარა იყო და მსაჯს პენალტის დანიშვნაც შეეძლო.

შეხვედრის შემდეგ აღნიშნულ ეპიზოდსა და გიორგის თამაშს სხვადასხვა ესპანური გამოცემაც გამოეხმაურა.

marca: "მსაჯმა ვერ გაბედა დაენიშნა პენალტი, არადა ეს საკვანძო და გარდამტეხი ეპიზოდი იყო , პაპუნაშვილი მეტოქის მცველებს მოსვენებას არ აძლევდა"

As: " მსაჯმა ჩათვალა, რომ გიორგი თავისი ინიციატივით წაიქცა და პაპუნაშვილს ყვითელი ბარათიც უჩვენა"

sport.es: "პაპუ ეცადა პენალტი გამოესტყუებინა მსაჯისთვის, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო"

აღნიშნული ეპიზოდის ვიდეო იხილეთ >> აქ



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018