ლეგენდები თანხმდებიან - "რეალი" ამ ადამიანმა უნდა ჩაიბაროს

ესპანეთი 07-ივნ, 19:179 Sportnews 3320 0





ლეგენდები თანხმდებიან - "რეალი" ამ ადამიანმა უნდა ჩაიბაროს


მადრიდის "რეალი" მწვრთნელის გარეშე არის დარჩენილი , გუნდს რამდენიმე სპეციალისტს უკავშირებენ, მაგრამ "სამეფო გუნდის" ლეგენდები ერთხმად ერთ კანდიდატზე თანხმდებიან. ეს ადამიანი "რეალის" ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი გუტია.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ზიდანი წვრთნიდა "რეალს", თავად ფრანგმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან მის ნაცვლად "თეთრებს" გუტი გაუძღვება და ეს მხოლოდ დროის საკითხია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ განცხადებით ზიზუმ სრულად გამოუცხადე ესპანელს მხარდაჭერა.

მას შემდეგ კი რაც გუნდი დატოვა ზიდანმა , "რეალის" ლეგენდები კომენტარებში მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს და იძახიან, რომ გუტი სრულიად მზად არის ფრანგის შესაცვლელად.

"გუტი შესანიშნავად უძღვება თავის საქმეს და დარწმუნებული ვარ ის მზად არის გახდეს მთავარი გუნდის მწვრთნელი" - განაცხადა დევიდ ბექემმა.

ინგლისელის მსგავსი პოზიცია "რეალის" კიდევ ერთმა ლეგენდამ ლუიშ ფიგუმ გაიზიარა.

"ვინ უნდა გახდეს "რეალის" მთავარი მწვრთნელი ? მე ვფიქრობ, რომ გუტი იდეალური ვარიანტია" - აცხადებს პორტუგალიელი.

სიმპატიები გუტის მიმართ არც ფერნანდო მორიენტესმა დამალა.

„მე ვთვლი, რომ გუტიმ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო და ახალგაზრდებთან შესანიშნავად მუშაობს. ხოსე მარია მზად არის მთავარი გუნდის გასაწვრთნელად“

ლეგენდები თანხმდებიან - "რეალი" ამ ადამიანმა უნდა ჩაიბაროს


თავის მხრივ ხოსე მარია გუტიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ოცნებაა "რეალის" მთავარი გუნდის მწვრთნელი გახდეს, ფაქტია ლეგენდები სრულად უჭერენ მხარს ესპანელს.

ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩენია ერთად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გუნდის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018