ვის გაუხარდა ყველაზე მეტად ლოპოტეგის დანიშნავ "რეალში" ? [ + კარიკატურა]

ესპანეთი 14-ივნ, 13:259 Sportnews 1808 0





ვის გაუხარდა ყველაზე მეტად ლოპოტეგის დანიშნავ "რეალში" ? [ + კარიკატურა]


მადრიდის "რეალის" მწვრთნელი შემდეგ სეზონი ლოპეტეგი იქნება, ესპანელი სპეციალისტი "სამეფო გუნდს" სათავეში წესით მუნდიალის დამთავრების შემდეგ უნდა ჩასდგომოდა, მაგრამ მას ფედერაციის პრეზიდენტმა "რეალთან" საიდუმლო მოლაპარაკება არ აპატია და თანამდებობიდან დაითხოვა, ამიტომ სავარაუდოა, რომ მწვრთნელს მადრიდული გუნდი უახლოეს დღეებში წარადგენს.

"რეალში" ლოპეტეგის დანიშვნა ყველაზე მეტად უდავოდ ისკოს გაუხარდა, ფეხბურთელს ესპანეთის ნაკრებში მწვრთნელის მხრიდან დიდი ნდობა ჰქონდა და "ფურია როხას" შემადგენლობაშიც ისკო გაცილებით უკეთესად თამაშობდა ვიდრე "სამეფო გუნდში".

გასულ სეზონში ერთ-ერთი სანაკრებო შეხვედრის შემდეგ ისკომ დაიჩივლა, რომ ის ლოპოტეგი გაცილებით მეტ ნდობას უცხადებს, ვიდრე ზიდანი. ფეხბურთელმა აშკარად მიანიშნა, რომ ზაფხულში ის სხვა გუნდის შემოთავაზებებს განიხილავს.

"თეთრების" 22 ნომრის მიმართ არაერთი გუნდია დაინტერესებული, მათ შორის ლონდონის "ჩელსი" , "მანჩესტერ სიტი" და ტურინის "იუვენტუსი". ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "არისტოკრატების" ფეხბურთელი მორატა ისკოსთვის ლონდონში სახლს ეძებს, ასევე გვარდიოლამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ის ოცნებობს ისკომ მის გუნდში ითამაშოს.

მაგრამ ლოპოტეგის "რეალში" დანიშვნის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესპანელი სპეციალისტისთვის მისი თანამემამულე გუნდის საკვანძო ფეხბურთელი გახდა და ისკოც გუნდში დიდი სიამოვნებით დარჩება. სწორედ ამ ფაქტს მიუძღვნა "ევროსპორტმა" კარიკატურა.

ვის გაუხარდა ყველაზე მეტად ლოპოტეგის დანიშნავ "რეალში" ? [ + კარიკატურა]




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა