ლოპოტეგიმ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა

ესპანეთი 15-ივნ, 01:419 Sportnews 1299 0





ლოპოტეგიმ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა


მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად წარადგინა ჟულიან ლოპოტეგი, ესპანელი სპეციალისტი კონტრაქტის თანახმად 3 წელი გაწვრთნის მადრიდულ გუნდს.

ლოპოტეგიმ ინტერვიუს დროს კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა, პორტუგალიელის მომავალი "სამეფო გუნდში" ბუნდოვანი მას შემდეგ გახდა, რაც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ შესაძლოა ზაფხულში გუნდი შეიცვალოს.

ლოპოტეგსი დაინიშვნის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ ესპანელი ახალი გუნდის აწყობას შეეცდება პორტუგალიელის გარეშე, თუმცა მწვრთნელმა სრული ნდომა გამოუცხადა რონალდუს.

"კრისტიანო გახლავთ ის ფეხბურთელი, რომელიც მჭირდება ჩემს გუნდში და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უნდა იყოს "რეალში"-განაცხადა ლოპოტეგიმ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა