Image

7 ნომრიანი მაისური ისევ თავისუფალია.. ვინ მოიაზრება "რეალის" ახალ 7-იანად?

ესპანეთი 22-აგვ, 20:529 Sportsman 1083
image


2009 წელს, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ "რეალში" გადავიდა, ის მის აგენტს ხორხე მენდესს ეკითხებოდა, შეძლებდა თუ არა ის 7 ნომრიანი მაისურის ტარებას, რაზეც აგენტმა უარი უთხრა. იმ დროისთვის "რეალის" რიგებს ჯერ კიდევ კაპიტანი რაულ გონსალესი იცავდა, თუმცა წელიწადიც არ იყო გასული, როდესაც რაული "რეალის" რიგებიდან წავიდა და კრიშტიანუმ 7 ნომრიანი მაისური მოირგო.

პორტუგალიელი ფეხბურთელის "რეალიდან" წასვლის შემდეგომ, იწერებოდა იმის შესახებ, რომ 7 ნომრიან მაისურს მარკო ასენსიო მოირგებდა თუმცა ესპანური გამომცემლობა Marca იუწყება იმის შესახებ, რომ 7 ნომერში ასენსიოს ვინისიუს ჟუნიორიც შეეცილება, რომელიც "რეალის" პრეზიდენტის თვალში დიდ სიმპათიებს იმსახურებს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს 13 გზის ჩემპიონთა ლიგის "მომგები" მაისური დღეისობით ჯერ-ჯერობით კვლავ თავისუფალია.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (317)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა