Image

რონალდუს ამ საქციელმა "რეალის" გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია.

ესპანეთი 01-სექ, 20:379 Sportsman 2975
image



















ცნობილი გამომცემლობა "ESPN" იწერება, რომ რონალდუმ იმ ცერემონიალზე წასვლა, რომელიც უეფამ სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გამართა რამდენიმე საათით ადრე გადაიფიქრა. ყველაფრის მიზეზი კი არც მეტი არც ნაკლები - მისი საუკეთესო ფეხბურთელად "არ" აღიარებაა.

როგორც ცნობილია, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ცერემონიალის გამოტოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი ლუკა მოდრიჩის გახდებოდა.

"რეალის" გულშემატკივრისთვის რაღა თქმა უნდა ეს ფაქტი უსიამოვნო აღმოჩნდა, რადგან როდესაც რონალდუ რაიმე ტიტულს იგებდა, სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილი ფეხბურთელები ამა თუ იმ ცერემონიალს მაინც ესწრებოდნენ.

ცნობილია ისიც, რომ "უეფას" დაჯილდოვებაზე, რონალდუსთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის 6 ადგილის იყო დაჯავშნილი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტურინის "იუვენტუსის" წარმომადგენლები ცერემონიალამდე რამდენიმე საათით ადრე რონალდუს ავტომობილით ელოდებოდნენ, რათა ის აეროპორტში წაეყვანათ, თუმცა პორტუგალიელი "მიუწვდომელი" იყო.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (190)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა