Image

კრიშტიანუ რონალდუ

ტალანტები 18-ივლ, 13:359 Sportnews 11101


კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ (პორტ: Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro) (დ. 5 თებერვალი, 1985, ფუნშალი, პორტუგალია) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალში ასპარეზობს. რონალდუ ასევე პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წევრია. 2007-2008 წლების სეზონში რონალდუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, ის დაასახელეს პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად.

იოჰან კრუიფმა 2008 წლის 2 აპრილის ინტერვიუში პორტუგალიელ ფეხბურთელზე შემდეგი რამ თქვა: „რონალდუ უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი“.

კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ დაიბადა მარია დოლორეს დუშ სანტუშის და ჟოზე დინის ავეირუს ოჯახში. მისი მეტსახელი „რონალდუ“, უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი გახლდათ. კრიშტიანუს ჰყავს უფროსი ძმა, უგო და ასევე უფროსი დები — ელმა და ლილიანა კატია.

ბავშვობაში რონალდუს საყვარელი გუნდი ლისაბონის ბენფიკა იყო. რვა წლის ასაკში, კრიშტიანუ ანდორინიაში ასპარეზობდა, საიდანაც 1995 წელს ის ნასიონალში გადაბარგდა. ამ კლუბის რიგებში ფეხბურთელმა პორტუგალის ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოიგო და 2 წლის შემდეგ უკვე პორტუგალიის ერთერთ წამყვან კლუბში, - ლისაბონის სპორტინგში გადაბარგდა. ამ ტრანსფერის თანხა დღემდე უცნობია.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
kristiano 7 სექტემბერი 2012 19:44
მაგარი კაცია რა ამისნაირი კაცი ჯერ არ დაბადებულა
Wertil^ 22 ივლისი 2012 00:21
ავტორ ეს კოპით გაქ თU გადათარგმნე?
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (317)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა