ტრანსფერები
Don Balon: "რეალმა" 200 მილიონიანი ტრანსფერი გაჩარხა!

Don Balon: "რეალმა" 200 მილიონიანი ტრანსფერი გაჩარხა!


ცნობილი ესპანური გამოცემა Don Balon დღეს მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც "სამეფო გუნდმა" 200 მილიონიანი ტრანსფერი გაჩარხა.

წყაროს თანახმად "რეალმა" უკვე მიაღწია შეთანხმებას მოჰამედ სალაჰის ტრანსფერთან დაკავშირებით, მადრიდული გუნდი მზად არის "ლივერპულს" დიდი თანხა გადაუხადოს ეგვიპტელი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

"ლივერპულიც" მზად არის თავის მხრივ შეელიოს ამ თანხის სანაცვლოდ ლიდერს, ოღონდ მერსესაიდულმა კლუბმა დამატებით ერთი დაპირება მიიღო "რეალისგან".

"სამეფო გუნდი" არ შეუშლის თავის ფეხბურთელს ლუკას ვასკეს ხელს, რომ "წითლებში" გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" და "რეალი" 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.












კომენტარის დამატება