სერხიო რამოსი რონალდუს წასვლას გამოეხმაურა

ტრანსფერები 10-ივლ, 20:109 Sportnews 4439 0






სერხიო რამოსი რონალდუს წასვლას გამოეხმაურა


ოფიციალურად კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსის" ფეხბურთელი. ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა. "რეალი" ტურინელებისგან 105 მილიონს მიიღებს.

რონალდუს წასვლას სოციალურ ქსელში სერხიო რამოსი გამოეხმაურა, რომელმაც ემოციური სიტყვები არ დაიშურა.

"კრისტიანო შენი გოლები, შენი ციფრები და რაც მოვიგეთ ერთად ყველაფერზე მეტყველებს. შენ დაიკავე განსაკუთრებული ადგილი მადრიდის "რეალის" ისტორიაში. ყველა მადრიდისტას სამუდამოდ ემახსოვრები შენ. შენს გვერდით თამაში იყო დიდი სიამოვნება. დიდ წარმატებას გისურვებ სამომავლოდ" - წერს სოციალურ ქსელში რამოსი.

9 წლის განმავლობაში რონალდუმ "რეალის" ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლო, პორტუგალიელმა "სამეფო გუნდის" რიგებში ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018