ოფიციალურად: "რეალმა" ზაფხულის პირველი სუპერ-ტრანსფერი განახორციელა!

ტრანსფერები 08-აგვ, 23:289 Sportnews 5739 0



ოფიციალურად:



ტიბო კურტუას და მადრიდის "რეალის" საგა დასრულებულია - ბელგიელი მეკარე ოფიციალურად მადირიდის "რეალის" ფეხბურთელია.

აღნიშნულ ინფორმაცია თავად "ჩელსისა" და "რეალის" ოფიციალური საიტებმა დაადასტურეს. 26 წლის მეკარემ "სამეფო გუნდთან" 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფეხბურთელს "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 9 აგვისტოს წარადგენს.

აქვე შეგახსენებთ, რომ კურტუას ლა ლიგაში თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ის 2011 წლიდან 2014 წლამდე "ატლეტიკოს" რიგებში თამაშობდა.

შესაძლოა ბელგიელი მეკარის დებიუტი მადრიდის "რეალში" სწორედ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ შედგეს, რომელსაც "სამეფო გუნდი" ევროპის სუპერ თასის ფინალში შეხვდება 15 აგვისტოს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018