112 მილიონი! - "პსჟ" გრანდიოზულ ტრანსფერს ამზადებს

ტრანსფერები 15-აგვ, 09:059 Sportnews 1451 0



112 მილიონი! -



პარიზული გუნდის ხემძღვანელობას ფულის დახარჯვა რომ არ უჭირთ ახალი ამბავი როდია. "პსჟ" ახალი სეზონისთვის კიდევ უფრო აპირებს გაძლიერებას და ამისთვის მზად არის 100 მილიონზე მეტიც გადაიხადოს ერთ ფეხბურთელში.

საქმე "ტოტენჰემის" ერთ-ერთ ლიდერს კრისტიან ერიქსენს ეხება. Express-ის ცნობით, პარიზული კლუბის პრეზიდენტმა აღნიშნული ტრანსფერისათვის 112 მილიონი ევრო გაამზადა და ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს მომავალში გააკეთეს.

ინგლისში 9 აგვისტოს შემდეგ კლუბებს მხოლოდ ფეხბურთელების გაყიდვა შეუძლია, ამიტომ თუ "ტოტენჰემი" შეელევა ერიქსენს მის შემცვლელს ვეღარ იყიდის ლონდონური გუნდი.

მაგრამ წინადადება, რომ საკმაოდ მაცდური შეიძლება იყოს უდავოა, ერიქსენს "ტოტენჰემთან" 2020 წელს ეწურება კონტრაქტი და ჯერ-ჯერობით გახანგრძლივებასაც არ ჩქარობს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018