Image

ჯონ ოში მალე გაივლის სამედიცინო შემოწმებას "სანდერლენდში"

ტრანსფერები 07-ივლ, 16:289 P a T o -7 1591


ინგლისური გუნდის " მანჩესტერ იუნაიტედის " ირლანდიელი გამოცდილი ნახევარმცველი ჯონ ოში Sky Sports – ის ინფორმაციის მიხედვით უახლოეს მომავალში გაივლის სამედიცინო შემოწმებას ასევე ინგლისურ გუნდ სანდერლენდში, რომელი გუნდის ხელმძღვანელობამაც განაცხადა რომ ისინი ეცდებიან გააძლიერონ საკუთარი შემადგენლობა , კარგი ფეხბურთელებით და სანდერლენდმა უკვე გააკეთა მისთვის სასარგებლო სვლა..მოგახსენებთ რომ " სანდერლენდმა " (ზედმეტსახელად შავმა კატებმა) გადაიხადოს უნდა 12 მილიონი ფუნტი ოშის ტრანსფერის განსახორციელებლად. მოგახსენებთ რომ მანჩესტერ იუნაიტედში 22 ნომრიანი მაისური Sky Sports-ის მიხედვით ოფიციალურად უკვე გათავისუფლდება.

Sky Sports-ის ცნობით მანჩესტერ იუნაიტედი და პირადად ჯონ ოში დათანხმდნენ სანდერლენდის შემოთავაზებას და ინგლისური გავლენიანი გამოცემის მიხედვით მალე ირლანდიელი გამოცდილი ნახევარმცველი გაივლის სამედიცინო შემოწმებას სანდერლენდში.

ირლანდიელმა ფეხბურთელმა ჯონ ოშიმ თითქმის მთელი მისი კარიერა მანჩესტერ იუნაიტედს მიუძღვნა მაგრამ 9 წლის წინ ის თამაშობდა ანტვერპში სადაც გოლის გატანა ვერ შეძლო მაგრამ ჩაატარა 14 მატჩი ხოლო 2001 წელს კი ის ბორმუსში თამაშობდა სადაც ჩაატარა 10 მატჩი და გაიტანა 1 გოლი , შემდეგ კი კარიერა განაგრძო მანჩესტერ იუნაიტედში.მალე მისი კონტრაქტი უკვე იწურება და ამის გამოც სანდერლენდმა მალევე შეძლო და ფეხბურთელი დაითანხმა გადმოსვლაზე, რათქმაუნდა ეს ინფორმაცია Sky Sports–ის გადმოცემულია მაგრამ რამდენად მართალია არაა გარკვეული.

მოგახსენებთ რომ თუ სანდერლენდს სურს ჯონ ოშის გადაბირება უნდა გადაიხადოს 12 მილიონი ევრო და ინგლისურმა გუნდმა ოფიციალურად უკვე გაიფორმა დარენ გიბსონი და უეს ბრაუნი.

ბრაუნი და გიბსონი რამდენიმე დღეში კონტრაქტს მოაწერენ ხელს.მათ უკვე შემოწმება გაიარეს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
slim4you 7 ივლისი 2011 18:01
მომილოცავს პირველი სტატია :)
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (352)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა