ტრანსფერები
ბოაში მარტო მოდრიჩს არ განიხილავს

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ მის გუნდს სურს გაძლიერდეს ნახევარდაცვაში , ამავე დროს მან განაცხადა, რომ "ჩელსი" მარტო მოდრიჩის კანდიდატურას არ განიხილავს.

"თქვენ იცით მოდრიჩთან დაკავშირებით სიტუაცია და იცით რა პოზიცია აქვს მასთან მიმართებაში "ჩელსის" , ჩვენ ახლა დავიწყეთ აქტიურობა სატრანსფერო ბაზარზე და მარტო მოდრიჩის კანდიდატურას არ განვიხილავთ ნახევარდაცვაში გასაძლიერებად"-განაცხადა ბოაშმა.

მთელი ზაფხულის განმავლობაში "ჩელსი" მოლაპარაკებას აწარმოებს "ტოტენჰემთან" მოდრიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით , მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგს ვერ მიახწია, რადგან "ტოტენჰემი" მტკიცე უარზეა.






Реклама


კომენტარის დამატება