შალკე რაულს არ გაყიდის

ტრანსფერები 01-აგვ, 14:009 Sportnews 1191 0






ბოლო ხანს ბევრი საუბარი მიდის რაულის შესაძლო კლუბის შეცვლაზე , მაგრამ "შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა რალფ რაგნიკმა უარყო ინფორმაცია რაულის გაყიდასთვან დაკავშირებით.

ესპანური მედია აქტუალურად ამტკიცებს , რომ "რეალის" ლეგენდა რაული ესპანეთის პრემიერდივიზიონში დაბრუნდება , კერძოდ კი "მალაგაში" გადავა.

"რატომ უნდა გავყიდოთ გუნდის ლიდერი? ჩვენ არ გვაქვს არანაირი შემოთავაზება რაულზე. აუცილებელია , რომ ის დაგვემხაროს ჩვენ მომავალ სეზონში , ასე რომ მისი გაყიდვის საკითხის განხილვაც არ შეიძლება"

"ცოტა ხნის წინ მე და რაულმა ვისაუბრეთ და განვიხილეთ მისი როლი გუნდში , დასკვნა კი შემდეგი იყო , ორივეს ერთნაირი პოზიცია გვაქვს და სრული უერთიერთგაგებაა ჩვენში"-განაცხადა რაგნიკმა.

რაულს "შალკესთან" კონტრაქტი 2012 წელს უმთავრდება. ესპანელმა ფეხბურთელმა "შალკეს" რიგებში გუშინ გერმანიის თასზე დუბლი შეასრულა , მისმა გუნდმა კი მეტოქე 11:1 დაამარცხა. გასულ სეზონში 19 გოლით რაული გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018