The Mirror: ბარსა სონგში 25 მილიონს იხდის

The Mirror: ბარსა სონგში 25 მილიონს იხდის

13-11-2011, 22:15

კატალონიის ბარსელონა ლონდონის არსენალის ფეხბურთელის, ალექსანდრ სონგის შეძენით დაინტერესდა. The Mirror-ის ცნობით, ბლაუგრანას ხელმძღვანელობა კამერუნელს სეიდუ კეიტას შემცვლელად განიხილავს, კეიტამ კი, დიდი შანსია, კლუბი ზაფხულში დატოვოს.

იმავე ინგლისური წყაროს ცნობით, კატალონიელები, სონგის სანაცვლოდ, 25 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადასახდელად მზად არიან.
აღსანიშნავია, რომ ნახევარმცველს მეთოფეებთან კონტრაქტი 2015 წელს ეწურება. არსენალის მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს ფეხბურთელისთვის ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმება სურს.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში 24 წლის კამერუნელმა ინგლისის პრემიერლიგაში 8 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

# 1454ავტორი: admin
ატყდება ზამთრის სატრანსფეროზე ერთი ამბავი კიდე :)
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით