შალკე ფარფანს გაყიდის

შალკე ფარფანს გაყიდის

28-12-2011, 01:49

გერმანული კლუბი "შალკე" აცხადებს, რომ მათ შეწყვიტეს მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით პერუელ ფეხბურთელთან ჯეფერსონ ფარფანთან.

"შალკე" სთავაზობდა ფეხბურთელს ორჯერ გაუმჯობესებულ კონტრაქტს, რომელიც გათვლილი იქნებოდა 2014 წლამდე, 27 წლის ფეხბურთლის ხელფასი 2.8 მილიონიდან 6 მილიონ ევრომდე აიწეოდა, მაგრამ ფარფანი არ აპირებს ამ კონტრაქტზე ხელის მოწერა.

ვინაიდან ფარფანს "შალკესთან" კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, გერმანული კლუბი ცდილობს გაყიდოს ფეხბურთელი, რადგან შემდეგ უფასოდ არ შეელიოს, პერუელი ფეხბურთელის ფასი სავარაუდოდ 7 მილიონ ევროს შეადგენს და მის მიმართ ინტერეს რუსული კლუბები გამოთქვამენ.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით