გალიანის ტევესის შეძენის იმედი აქვს
"მილანის" ვიცე პრეზიდენტი ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ მისმა კლუბმა უარი თქვა "კატანიიდან" მაქსი ლოპესის გადმოყვანაზე და მთლიანად აქცენტს კარლოს ტევესის ყიდვაზე აკეთებენ.
"ჩვენ გადავწყვიტეთ არ შევიძინოთ მაქსი ლოპესი. ჩვენ შეგვეძლო მისი ყიდვა და ამავდროულად "კატანიაც" მზად იყო მის გასაყიდად, მაგრამ ჩვენ ტევესის ხილვა გვსურს გუნდში"
"იმედი მაქვს და მჯერა, რომ ტევესი ჩვენთან გადმოვა. ჩვენ უარი ვთქვით ყველა სხვა ტრანსფერზე და აქცენტს მხოლოდ ტევესის ყიდვაზე ვაკეთებთ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ ამ ტრანსფერის განსახორციელებლად, მაგრამ ტევესი თუ მაინც არ გადმოვიდა გულშემატკივარმა ჩვენ არ უნდა დაგვადანაშაულოს"-განაცხადა გალაინიმ.

მოიწონეთ სტატია
კომენტარები