ტრანსფერები
ჰამშიკმა ნაპოლისთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

ნაპოლის ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა თავის კლუბთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2016 წლის ბოლომდე იქნება

ამ ინფორმაციას ადასტურებს ნეაპოლიტანიელების პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ინტერვიუში Sky Italia-სთან.

«მარეკმა ახლახანს გააფორმა ახალი შეთანხმება,რომელიც 2016 წლამდეა. ახლა დარწმუნებული ვარ რომ გუნდიდან მისი წასვლის შესახებ ჭორები საბოლოოდ გაქრება გაზეთების გვერდებიდან.

ის ჩვენი დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრია», — აცხადებს დე ლაურენტისი.












კომენტარის დამატება