ალეგრი: მონტოლივა მილანში ითამაშებს

ტრანსფერები 12-მაი, 18:589 Sportnews 928 0





"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ "ფიორენტინაში" მოთამაშე ფეხბურთელი მონტოლივა შემდეგი სეზონიდან "მილანში" ითამაშებს.

"შემდეგი სეზონიდან რიკარდო მონტოლივა ჩვენს გუნდში იქნება, ის ძალიან კარგი მოთამაშეა და კარგი ტექნიკა აქვს, ჩვენ უნდა გვყავდეს კონკურენტუნარიანი გუნდი, რომ ვიბრძოლოთ ტიტულებისთვის, ახალ სეზონს დიდი ენთუზიაზმით შევხვდებით"-აცხადებს ალეგრი.

ალეგრიმ ასევე მცირე კომენტარი გააკეთა "მილანის" ლეგენდარულ ფეხბურთელებზე: ჯენარო გატუზოზე, ალექსანდრო ნესტაზე , პილიპო ინძაგიზე და ვან ბომელზე , რომლებიც "როსონერს" ტოვებენ, ისინი ხვალ ბოლო შეხვედრას ჩაატარებენ "მილანის" შემადგენლობაში.

"ხვალ იქნება მნიშვნელოვანი დღე, რადგან მათ დიდი ასოებით ჩაწერეს თავისი სახელები "მილანის" ისტორიაში, მათ ბევრი ტიტული მოიგეს ამ კლუბთან ერთად, ისინი დიდი ჩემპიონები არიან"-დაასრულა ალეგრიმ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018