ტრანსფერები
ტრანსფერები: სიახლეები რეალიდან

ამ შაბათ-კვირას ესპანურ და უცხოურ პრესაში რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია გაჩნდა მადრიდის "რეალთან" დაკავშირებით, რომელიც ტრანსფერებს ეხება.

ლუკას მოურა

უკვე დაზუსტებით არის ცნობილი, რომ მადრიდის "რეალი" დაინტერესებულია შეიძინოს ახალგაზრდა ბრაზილიელი ტალანტი ლუკას მოურა. შემტევი ფეხბურთელის სანახავად მოურინიო თავად გაემგზავრა ჰამბურგში, რათა "ბრაზილია"-"დანიის" შეხვედრისთვის ედევნებინა თვალი. თავად მოურაც არ მალავს ინფორმაციას, რომ მადრიდული გუნდი მისი შეძენით მართლაც არის დაინტერესებული.

დიარა ატლეტიკოში?

ადრე დავწერეთ, რომ ლასანა დიარას შეძენით "ანჟი" არის დაინტერესებული, მაგრამ თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება კვლავ ლა ლიგაში სურს, ფრანგის მიმართ ინტერესს კი "ატლეტიკო" გამოხატავს, დიარა მეორე მადრიდულ კლუბს, რომ საკმაოდ გააძლიერებს ეს უდავოა. "რეალი" მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს.

ხაკობო სანჩესი

"რეალმა" "ვიქენდზე" ახალგაზრდა მეკარე იყიდა, ხაკობო სანჩესი მადრიდში "უნიონ დეპორტივა სანტა მარტადან" გადაბარგდა, ხაკობო თავის კარიერას "რეალის" მესამე გუნდში დაიწყებს.

კუნ აგუერო

აგუერო და "რეალი" კვლავ აქტუალური თემაა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს თემა მთელი ზაფხული არც დაკარგავს აქტუალურობას, ამის შესახებ ყველა წამყვანი გამოცემა წერს, მაგრამ თავად ფეხბურთელი და კლუბები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, კუნმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის "სიტის" დატოვებას არ აპირებს.

კასტილია

ტრანსფერებს, რომ შევეშვათ ამ "ვიქენდზე" მადრიდის მეორე გუნდმა დიდ წარმატებას მიახწია, "კასტილიამ" ოფიციალურად გაიფორმა სეგუნდა დივიზიონში თამაში, "რეალის" ახალგაზრდულმა გუნდმა პლეი-ოფის ორ შეხვედრიან დაპირისპირებაში 8-1 დაამარცხა "კადისი'. "კასტილიას" ახალგაზრდულ გუნდში მართლაც შესანიშნავი ბიჭები თამაშობენ, რომლებიც სეგუნდაში თამაშიც უფრო დაიხვეწებიან.












კომენტარის დამატება