ტრანსფერები
ბარსელონა ალვეშს არ ყიდის

ბოლო დროს მედიაში აქტიურად ჩნდებოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წელს "ბარსელონას" ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში დატოვებდა და სხვა გუნდში გააგრძელებდა კარიერას.

მაგრამ ეს ინფორმაციები არ გამართლდა და "ბარსელონას" ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გუნდი არ აპირებს შეელიოს დანი ალვეშს, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე აქვს.

29 წლის ბრაზილიელმა მცველმა გასულ სეზონში ესპანური გუნდის რიგებში 58 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, შეგახსენებთ, რომ ალვეშის შეძენით რუსული "ანჟი" და უკრაინული "შახტარი" ინტერესდებოდნენ.










კომენტარის დამატება