ლევერკუზენმა რეალის ფეხბურთელი იყიდა

ლევერკუზენმა რეალის ფეხბურთელი იყიდა

6-07-2012, 11:38

გერმანულმა კლუბმა "ლევერკუზენმა" მადრიდის "რეალის" მეორე გუნდის კანტერანო დანიელ კარვახალი შეიძინა, იტყობინება ესპანური გამოცემა "მარკა".

"რეალის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილი ჰქონდა უნიჭიერესი მარჯვენა მცველი გაეშვა გუნდიდან, რომ პროფესიონალურ დონეზე ჰქონოდა სათამაშო დრო და მეტი გამოცდილება მიეღო.

"რეალი" იტოვებს უფლებას ორი წლის შემდეგ ფეხბურთელი გამოისყიდოს, კარვახალის სატრანსფერო ღირებულება 6-დან 8 მილიონამდეა. სავარაუდოა, რომ "რეალს" მეორე ნიჭიერი კანტერანოც ხოსე ლუც დატოვებს.

# 872ავტორი: Richie
იმედია ხოსელუ არ წავა მორატასავით კარგი ბიჭი იზრდება ეგეც
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით