ოფიციალურად: შალკემ ყენიას ზენიტში გადასვლა დაადასტურა

ოფიციალურად: შალკემ ყენიას ზენიტში გადასვლა დაადასტურა

7-07-2012, 18:20

შალკეს ხელმძღვანელობამ თავის ოფიციალურ საიტზე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლევან ყენია ზენიტის ფეხბურთელი გახდა.

21 წლის ფეხბურთელს ამოეწურა კონტრაქტის ვადა გერმანულ კლუბთან, ამიტომ რუსეთის ჩემპიონს ქართველი ფეხბურთელი უფასოდ ერგო.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ სერიოზული ტრამვის გამო ყენიას თამაშის საშუალება არ ეძლეოდა, ბოლო თამაში მან შალკეს შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში ჩაატარა 2009 წელის ოქტომბერში.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით